HR ჯენერალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ატელიე აუთლეტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: HR სპეციალისტი
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა  საქართველოში, რომელიც 
მომხმარებლებს 50-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას  სთავაზობთ. 
"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike... 
 
 ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის  პოზიციაზე. 
 სამუშო ადგილი:  ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #36 
 
მოვალეობები: 
  • ადამიანური რესურსების მიმართულებით პროცედურების და ინსტრუქციების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება;  
  • ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესის მართვა და ადმინისტრირება; 
  • დასწრების ტაბელების  წარმოება; 
  • საბონუსე სისტემის განსაზღვრა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა;  
  • თანამშრომლების სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;  
  • ტრეინინგების დაგეგმვა და ორგანიზება;  
  • სახელფასო უწყისის მომზადება. 
 
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებებით ჩაითვლება უპირატესობად); 
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.  
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;  
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel);  
 
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV)  შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge 
 გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.