პირადი ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე, ოფისის მენეჯმენტი, პირადი ასისტენტი
HH Recruitment   (www.HH.ge)   ეძებს კანდიდატს, პირადი ასისტენტის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • დამფუძნებლის კალენდარის მართვა, დღის წესრიგის წარმოება, დისტანციური და ფიზიკური შეხვედრების ორგანიზება;
  • სტუმრების დახვედრის ორგანიზება - მიღება და გამასპინძლება;
  • დამფუძნებლის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • ხელმძღვანელის მხრიდან ადმინისტრაციულ, საოპერაციო ნაწილში და სხვა დელეგირებულ საკითხებში ჩართულობა და მათი შესრულება, კომპანიის სხვა რგოლებთან იურისტთან, ბუღალტერთან, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებთან  და თანამშრომლებთან საკითხების კოორდინაცია;
  • დამფუძნებლის ყოველდღიური საქმიანი საკითხების (Task-ების) შედგენა და კონტროლი;
  • შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის, ელ-ფოსტაზე შემოსული წერილების მართვა და მონიტორინგი;
  • პროექტების, ვადების კონტროლის და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;
  • დასაქმების სააგენტოებთან ურთიერთობა და კომპანიისთვის საჭირო კადრების მოძიების უზრუველყოფა;
  • კონფიდენციალური დოკუმენტების, პრეზენტაციებისა და ანგარიშების შედგენა;
  • კომპანიის ღონისძიებების, კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია.
  • დამფუძნებლის მითითებით კონტრაქტორებსა და თანამშრომლებს შორს კომუნიკაციის წარმოება;
  • სამივლინებო საკითხების ორგანიზება: ავია ბილეთების შეძენის, სასტუმროს დაჯავშნის და ტრანსფერების ორგანიზება;
  • დამფუძნებლის კვების საკითხის უზრუნველყოფა;
  • დამფუძნებლების უშუალო დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია პირადი ასისტენტის, დირექტორის ასისტენტის ან დამფუძნებლის თანამშემწის პიზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია:
  • 5 სამუშაო დღე (10:00-19:00);
  • სამედიცინო დაზღვევა;

 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას მეილზე:  recruitment14@hh.ge