გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ლაიონ ავტო
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "ლაიონ ავტო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"ლაიონ ავტო აუქციონი" ავტო იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც მოღვაწეობს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. კომპანიამ ამ დროის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ავტომობილის უსაფრთხოდ ჩამოყვანა უზრუნველყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან დანიშნულების ადგილამდე.

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
ანაზღაურება : ფიქსირებული+ ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
  • მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
  • გაყიდვების ზრდა;
  • ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების შექმნა/წარდგენა.
  • კონკურენტი კომპანიების ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ავტო იმპორტის ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint Outlook);
  • გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • მნიშვნელოვანია გამოცდილება სატელეფონო გაყიდვების მართვაში;
  • მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

შპს "ლაიონ ავტო " კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: career@liongroup.com.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.