კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში ვეძებთ საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
- ახალი საერთაშორისო პარტნიორებისა და კლიენტების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება;
- საერთაშორისო ბაზრის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პოპულარიზაციაში ჩართულობა;
- საერთაშორისო პორტფელის ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა;
- მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
- სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
- პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
- მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
- პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
- მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
- გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
- აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით;
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია რუსულის და ივრითულის ცოდნა;
- Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
- საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ანაზღაურების ძალიან ეფექტიან სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 8 ივლისის ჩათვლით:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.