ვიდეო რედაქტორი დისტანციური

საქართველოს მაშტაბით სრული განაკვეთი Novex
მივლინება: არა
ხელოვნება/მედია: ვიდეომემონტაჟე
Novex აცხადებს ვაკანსიას ვიდეო რედაქტორის პოზიციაზე დისტანციური მუშაობის ფორმატში. გეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთოთ უამრავ საინტერესო პროექტში, გაიღრმავოთ პრაქტიკული გამოცდილება და იმუშაოთ პროფესიონალ გუნდთან ერთად.

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ვიდეოს მონტაჟსა და პოსტ-პროდაქშენში
  • პროფესიული პროგრამების ცოდნა: Adobe Premiere Pro, After Effects, DaVinci Resolve
  • უნარები ფერის კორექციაში, ხმის დამუშავებასა და ვიზუალური ეფექტების შექმნაში
  • გამოცდილება სხვადასხვა ვიდეო ფორმატებთან მუშაობაში (YouTube, Instagram და სხვ.)
  • აუდიოსა და ვიდეოს სინქრონიზაცია, სპეციალური ეფექტებისა და გრაფიკული ელემენტების გამოყენება
  • ცოდნა ვიდეოს რენდერისა და ექსპორტისთვის სხვადასხვა პლატფორმისთვის

პერსონალური უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტაციის, სიზუსტისა და პასუხისმგებლობის უნარი;
  • პუნქტუალურობისა და ეფექტური დროის მართვის უნარი;
  • გუნდში მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენისა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტაციის უნარი.
  • პროცესების ორგანიზების უნარი.

რას მიიღებთ:
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება აშშ დოლარში
  • 14 კალენდარული დღე ანაზღაურებადი შვებულება
  • დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა
  • პროფესიონალურად ორგანიზებული სამუშაო პროცესი და განვითარების პერსპექტივა
  • წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე ვიდეოსა და დიზაინის მიმართულებით

ანაზღაურების გადახედვა საცდელი ვადის შემდეგ

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი — პარასკევი: 09:00 – 18:00
ანაზღაურება: განისაზღვრება გასაუბრების შედეგად, ზრდის პერსპექტივით
გადახდა აშშ დოლარში, თვეში ორჯერ

შენიშვნა:
  • ვაკანსიაზე გამოხმაურებისას აუცილებლად დაურთეთ:
  • ბმულები თქვენი ნამუშევრებისა ან ვიდეოპორტფოლიოს

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ან რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: media@novex.media