საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე:
ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების , პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 3 დღე მუშაობა 3 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1100 ლარი+ბონუსი
სამუშაო აღწერილობა:
- სრული კონტროლი კომპანიის საწყობში განთავსებულ ამანათებსა და მასში მიმდინარე პროცესებზე:
- ამანათების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება;
- შემოსული და გასული ამანათების კონტროლი, შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
- ამანათების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება.
- საწყობის პერიოდული აღწერა, ნაშთების კონტროლი და რეპორტების წარმოება შესაბამის დეპარტამენტთან.
მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- შესაბამისი ფიზიკური მონაცემები.
პოზიციაზე განიხილებიან სტუდენტებიც.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: „საწყობის თანამშრომელი“
წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმის (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს „ინექს გრუპის“ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: career@inex.ge.
კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!