ინვენტარიზაციის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ატელიე აუთლეტი
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა  საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას  სთავაზობთ.
"ატელიე აუთლეთის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...
ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას  ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის 36
სამუშაო გრაფიკი:  10:00  - 19:00 , დასვენება  2 დღე
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით. 

მოვალეობები:
  • ცენტრალურ საწყობსა და მაღაზიებში არსებული პროგრამული ნაშთების აღწერა;
  • Apex-ში აღწერილი პროდუქციის რეგისტრაცია;
  • Apex-ში რეგისტრირებული კოდებისა და ნაშთების გადამოწმება/კონტროლი;
  • ფილიალებში არსებული ნაშთების აღწერა და პროგრამაში რეგისტრირება;
  • წითელი ნაშთების აღმოჩენა, გასწორება და გაკონტროლება;
  • ცენტრალური საწყობიდან განაწილებული პროდუქციის ფილიალებზე გადაწერის პროცედურის გადამოწმება .
  • პროგრამაში გატარებული ნაშთების გადამოწმება და კონტროლი;
  • რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის წარდგენა;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge . გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება „ინვენტარიზაციის სპეციალისტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.