საცალო გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი BB ლიზინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: ბანკის კლიენტთა მომსახურება
“ბბ ლიზინგი“  აცხადებს ვაკანსიას “საცალო გაყიდვების მენეჯერი” პოზიციაზე ქ. თბილისში. 
  
მოვალეობები: 
  • პოტენციური კლიენტის მოზიდვა, მომსახურება; 
  • მომწოდებლებთან და დილერებთან კომუნიკაცია; 
  • არსებული სალიზინგო განაცხადების მიღება და დამუშავება; 
  • პოტენციური მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა; 
  • დოკუმენტური და პირდაპირი ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციის სტანდარტულ სალიზინგო განაცხადად გადატანა და მისი წარდგენა განსახილველად; 
  • სალიზინგო  განაცხადის ანალიზის და განხილვის პროცესში შეგროვებული დოკუმენტაციის შესაბამისი წესით შენახვა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა; 
  • ლიზინგის გაცემის პროცედურაში ჩართულობა; 
  • პროცედურით გათვალისწინებული რეპორტების შევსება. 
  
მოთხოვნები: 
  • ფინანსურ სექტორში მუშაობის მინ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან  ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.); 
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; 
 
უნარები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი. 
  
  
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 8 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებას!