საქმეთა მწარმოებელი

თბილისი სრული განაკვეთი სკალა ფიტ-აუთ გრუპი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
კომპანია "სკალა ბიტ აუტ გრუპი " აცხადებს ვაკანსია საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე 
თანამდებობა:  საქმეთა მწარმოებელი  
სამუშაოს მიზანი:  ობიექტის მშენებლობის პროცესის ხელმძღვანელობა, სამშენებლო ობიექტის დროულად და ხარისხიანად ჩაბარების უზრუნველყოფა.  
 
მოთხოვნა: 
  • აღნიშნული მიმართულებით 5 წლიანი გამოცდილება 

მოვალეობა-ვალდებულებანი: 
  • ყოველდღიურად, მომდევნო  დღისთვის შესასრულებელი სამუშაოების გეგმის შედგენა; 
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; 
  • ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა; 
  • დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე  მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი; 
  • სამშენებლო მასალების მითვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა; 
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ბეტონის წარმოების ჟურნალი. 
  • ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი; 
  • ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ; 
  • ყოველი თვის ბოლოს სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის ხელფასების მიწოდება საბუღალტრო დეპარტამენტისთვის; 
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება 
  • პროექტის მენეჯერთან ყოველდღიური  (,,დეილი რეპორტი“) რეპორტინგის წარმოება 
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. 
  
ანგარიშვალდებულია: 
  • მიმართულების ხელმძღვანელის წინაშე; 
  • კომპანიის დირექტპრის წინაშე; 
  • დაქვემდებარებაში ჰყავს:  
  • სამუშაო ჯგუფის წევრები; 
  • ობიექტზე დასაქმებული პერსონალი; 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: office@scalacontract.ge