სოციალური მედიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Geosm
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია “Geosm” აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:
ვეძებთ კრეატიულ და ორგანიზებულ სოციალურ მედიის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram და TikTok) მართვაზე. კანდიდატმა უნდა შექმნას ვიზუალურად მიმზიდველი ფოტო და ვიდეო კონტენტი, დაგეგმოს და განათავსოს პოსტები, გააუმჯობესოს ჩართულობა და გაზარდოს აუდიტორია.

ძირითადი მოვალეობები:
  • სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება კომპანიის მიზნებთან თანხვედრაში
  • ვიდეო და ფოტო კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და მონტაჟი (Reels, TikTok ვიდეოები, პოსტები, Stories)
  • კონტენტის განთავსება და გამოქვეყნება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით
  • აუდიტორიის ჩართულობის მონიტორინგი და ანალიტიკის საფუძველზე კონტენტის ოპტიმიზაცია
  • კომენტარებზე, შეტყობინებებსა და მომხმარებლის ფიდბეკზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება
  • ტენდენციების გაცნობა და ახალი იდეების ინიციირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სოციალური მედიის მართვის გამოცდილება
  • ფოტო და ვიდეო კონტენტის შესაქმნელად საჭირო ძირითადი პროგრამების ცოდნა (მაგ: Canva, CapCut, Adobe Premiere ან მსგავსი)
  • კრეატიულობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ძლიერი წერის უნარები (ქართული ენის ცოდნა მაღალ დონეზე აუცილებელია)

რას გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • საინტერესო და კრეატიულ პროექტებზე მუშაობა
  • მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი

სამუშაოს ტიპი: სრულ განაკვეთი
მდებარეობა: მ. ასათიანის 14

CV და პორტფოლიო (შექმნილი პოსტების ან ვიდეოების მაგალითებით) გააგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: office@geosm.ge