შპს „ლეგი“ — ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე, რომლის საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით.
კომპანია „ლეგი“ აცხადებს ვაკანსიას - წუნმდებლის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი ლილო, იალნოს ქ. #27
ფუნქცია-მოვალეობები:
- მზა პროდუქციის შემოწმება, დათვლა და ჩაბარება;
- პროდუქციის ვიზუალური კონტროლი, უდეფექტო პროდუქციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- წუნდებული პროდუქციის აღწერა და კონტროლი;
- წუნდებული პროდუქციის აღმოჩენისთანავე წუნდებულში გადატანა.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის, დარწმუნებისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@legi.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!