საერთაშორისო ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია ვოლიფეი ( https://wallypay.eu ) აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე, თბილისში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, მოქმედი კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მისი შედეგების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების სრულ აღრიცხვას და საბუღალტრო ანგარიშებსა და ანგარიშგებებში მათი მოძრაობების ასახვა.
- კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო დეკლარაციების შევსებასა და შესაბამის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო (ამ უკანასკნელის საჭიროების შემთხვევაში) ორგანოებში გადაგზავნა.
- კომპანიის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა, მონიტორინგი და გატარება კომპანიის საოპერაციო პროგრამა „ალტა“-ში.
- აგენტებთან და სხვადასხვა პარტნიორებთან სხვადასხვა პერიოდულობით ფინანსური ურთიერთშედარების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში შედარებისას გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრა.
- კომპანიის საოპერციო საქმიანობასთქან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების წარმოება.
- საქართველოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშგება და შესაბამისობა
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საფინანსო/საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- საბანკო პროგრამების(ALTA-B6) და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა
- სასურველია რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: contact@wallypay.eu .
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 19:00;
გისურვებთ წარმატებას!