საპროექტო კომპანია თიმთუ აცხადებს ვაკანსიას – ადმინისტრატორი/ოფის მენეჯერის პოზიციაზე
teamtwo არის არქიტექტორების, კონსტრუქტორების და ინჟინრების გუნდი, რომელიც დაარსდა 2019 წელს. teamtwo ჩართულია საპროექტო პროცესის ყველა ფაზაში - პროექტის კონცეფციიდან მის დასრულებამდე - BIM მენეჯმენტის ჩათვლით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
- ეფექტური დროის მენეჯმენტი და ორგანიზებულობა
- სიახლეების ათვისების უნარი;
- შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
ფუნქცია-მოვალეობები:
- სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
- საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ოფისის სამეურნეო, საკანცელარიო შესყიდვების განხორციელება და მარაგების მართვა;
- კომუნიკაცია კომპანიის კონტრაქტორ კომპანიებთან
- ინვენტართან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და შესყიდვების განხორციელება (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება)
- კომპანიის დოკუმენტაციის კონტროლი (დოკუმენტების შედგენა - გაფორმება, ხელშეკრულების გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა და ა.შ) კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად.
- კომპანიის ბუღალტერთან შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
ანაზღაურება და სხვა ბენეფიტები:
- სამედიცინო დაზღვევა;
- ხელფასი კვალიფიკაციის/წარმოდგენილი პორტფოლიოს შესაბამისად
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@teamtwo.ge.
სათაურის ველში (subject) გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: “ადმინისტრატორი“
გისურვებთ წარმატებებს!
ვებ-გვერდი: www.teamtwo.ge