კომპანია „ფოთი ტრანსტერმინალი“ მართავს მულტიმოდალურ საკონტეინერო ტერმინალს ქალაქ ფოთში, რომლის ძირითადი საქმიანობაც საკონტეინერო ტვირთების მიღება, დამუშავება, შენახვა და სხვა შესაბამისი პროცედურების წარმოებაა. სტრატეგიული მდებარეობა, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური გუნდი საშუალებას გვაძლევს, დიდი წვლილი შევიტანოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტების გაძლიერებასა და მულტიმოდალური გადაზიდვებისა და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლებაში.
„ფოთი ტრანსტერმინალი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე
„ფოთი ტრანსტერმინალი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ფოთი, ხობის ქ. N7
სამუშაო საათები: სტანდარტული, სრული განაკვეთი (I-V 9:00-18:00)
შრომითი ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 –2000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილებიდან გამომდინარე)
„ფოთი ტრნსტერმინალი“ თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია მუშაობის გამოცდილება ლოგისტიკურ, საბაჟო ან სატერმინალო სფეროში;);
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ფლობა. ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Oris, 1C);
- ბუღალტრული დოკუმენტების ტიპების (ინვოისი, ანგარიშ-ფაქტურა, სალარო ორდერი და სხვ.) ცოდნა და მათთან მუშაობის გამოცდილება;
- საბანკო ოპერაციებთან მუშაობის გამოცდილება (ინტერნეტბანკი, საბანკო ამონაწერები, გადარიცხვები);
- შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- საბაჟო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
მოვალეობები, რომლებსაც ამ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი შესარულებს:
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების განხორციელება (შემოსავლები, ხარჯები, საბანკო და სალაროს მოძრაობა);
- პირველადი დოკუმენტაციის (ინვოისები, აქტები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) კონტროლი და დამუშავება;
- სალარო დოკუმენტების აღრიცხვა და შესაბამისი რეესტრების წარმოება;
- მომწოდებლებისა და კლიენტების ანალიტიკური აღრიცხვა, შედარების აქტების მომზადება (დებიტორები/კრედიტორები);
- შემოსავლებისა და ხარჯების პერიოდული რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
- აღრიცხვისა და კლიენტებთან ურთიერთობის განყოფილებასთან მჭირდო თანამშრომლობა და მათ მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის ბუღალტრული ანალიზი და აღრიცხვა პროგრამულად;
- საბაჟო დეკლარანტებთან თანამშრომლობა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება;
- საწვავის აქტების მომზადება და მათი კონტროლი;
- მარაგების აღრიცხვის ჩამოწერა და კონტროლი;
- სახელფასო უწყისის მომზადება;
- ძირითადი საშუალებების მომზადება/კონტროლი;
- ელექტრონული და ფიზიკური დოკუმენტაციის მართვა და მოწესრიგება;
- საჭიროებისამებრ დეკლარაციების შედგენასა და წარდგენაში დახმარება;
- საგადასახადო კონსულტანტებთან და აუდიტორებთან კომუნიკაცია;
შერჩევის ეტაპები მოიცავს:
- CV-ების საფუძველზე კანდიდატების მოკლე სიის შედგენას;
- გაცნობითი ხასიათის შეხვედრას (შესაძლოა ONLINE ან ადგილზე);
- გასაუბრება მმართველ ორგანოსთან, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებასაც (ამის შესახებ წინასწარ გეცნობებათ).
როგორ მოგვმართოთ:
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, ასევე თუ თვლით, რომ ხართ:
- მოტივირებული
- სიახლეებისა და გამოწვევებისადმი ღია
- დეტალებზე ორიენტირებული
- შრომისმოყვარე
- ანალიტიკური აზროვნებან და
- როგორც გუნდურად,
- ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@ptt.ge
მნიშვნელოვანია, რომ განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 აგვისტო.
სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
გისურვებთ წარმატებას!