შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

თელავი სრული განაკვეთი AWARD
მივლინება: არა ხელფასი: 2500
განათლება: ბაკალავრი
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
შპს ,,AWARD’’ აცხადებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ვაკანსიას.  

პოზიციის დასახელება:შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ორგანიზაცია: შპს   ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი:იყალთო (თელავის მუნიციპალიტეტი)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 – 18:00)
ხელფასი:დარიცხული 2500 ლარი

მოვალეობები:
  • ობიექტის მონიტორინგი, რეგულარული ვიზიტები სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და დასაქმებულ პირთა კონტროლი.
  • ტრენინგების ჩატარება და რისკების შეფასების გაკეთება.
  • ობიექტზე სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დაცვა.
  • ინსპექტირება შრომის უსაფრთხოების კუთხით.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული  დავალებების  შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება, სამშენებლო სფეროში.  
  • აუცილებელი სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების  სპეციალისტის  სერტიფიკატის ფლობა.
  • MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.
  • უმაღლესი განათლება.

აუცილებელი უნარები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • ორგანიზებულობა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
  • დროის მართვის უნარი.
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი  CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge

შენიშვნა:  არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 09/08/2025.
გისურვებთ წარმატებას!