Blue Sky Apart-Hotel — თანამედროვე ინტერიერის მქონე აპარტ-ჰოტელი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურება, მოწესრიგებული გარემო და მეგობრული ატმოსფერო. ვმუშაობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად და ვაფასებთ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და სტუმარზე ზრუნვას.
კომპანია “ჰოტელ ბლუ სკაი“ (Blue Sky apart-hotel), აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.
მოვალეობები:
კომპანია “ჰოტელ ბლუ სკაი“ (Blue Sky apart-hotel), აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.
მოვალეობები:
- უზრუნველყოს საოპერაციო სისტემების უწყვეტი, ეფექტური და უსაფრთხო მუშაობა;
- დაეხმაროს სტუმარს ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში;
- უზრუნველყოს კარის სისტემის გამრთული მუშაობა;
- უზრუნველყოს გასაღების სისტემის გამართული მუშაობა;
- უზრუნველყოს პარტნიორ და მომსახურე კომპანიებთან უწყვეტი და პროცედურების დაცვით თანამშრომლობა;
- საჭიროების შემთხვევაში დაიხმაროს და ჩართოს შუალედური კომპანიები საკითხის მოგვარების პროცესში;
- უზრუნველყოს სტუმრებისგან და თანამშრომლებისგან მიღებული საჩივრების მოგვარება;
- აიტი მენეჯერთან ერთად უზრუნველყოს, რომ სასტუმროში იყოს უწყვეტი ინტერნეტი, გამართული იყოს კომპიუტერული პროგრამები და ასევე გამართული იყოს ყველა ტიპის აპარატურა და პერიფერიული ტექნიკური მოწყობილობები.
- უზრუნველყოს ყველა სარეზერვო ჩანაწერის შენახვა და განახლება (Backup tapes);
- ყველა იუზერს აცნობოს პერსონალური ინფორმაციის დაცვის აუცილებლობის და მნიშვნელობის შესახებ და უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება.
- მართოს თითოეული მომხმარებლის ანგარიში, მათ შორის პაროლების დაყენება, პოლიტიკის და პრივილეგიების გაწერა, წაშლა და გადატვირთვა. უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა და მისი მართებული გამოყენება;
- უზრუნველყოს სამუშაო ადგილების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მოდიფიკაცია;
- უზრუნველყოს ყველა ტექნოლოგიური მოწყობილობის მოვლა პატრონობა და აღრიცხვა (აპარატურა, პროგრამული უზრუნველყოფა და ლიცენზიები) ინვენტარის შესაბამის პირობებში შენახვა და აღრიცხვა;
- უზრუნველყო კომპიუტერული ქსელების მოვლა-პატრონობა, სერვერული სისტემების და დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფისა და ქსელური კომუნიკაციების მხარდაჭერა.
- უზრუნველყოს, რომ კომპანიის სტანდარტის და კანონმდებლობის შესაბამისად დაკმაყოფილდეს მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის ყველა მოთხოვნა.
- უზრუნველყოს ყველა პოტენციური და რეალური საფრთხის დაუყოვნებლივ აიტი მენეჯერზე შეტყობინება და მათი გამოსწორება.
მოთხოვნები:
- აუცილებელია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bluesky.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: IT სპეციალისტი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@bluesky.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.