რესტორანი, გრილი და პაბი „საჭაშნიკე“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მზარეული
უშუალო ხელმძღვანელი - დემი შეფი
სამუშაო გრაფიკი - სრული
პოზიციის ძირითადი როლი - კერძების მომზადება
ძირითადი ფუნქციები
- სამზარეულოს გამართულად მუშაობის ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, HACCP – ის სტანდარტების შესაბამისად;
- კერძების დადგენილი რეცეპტებით, პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობებით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მომზადება;
- პროდუქტების შესაბამისი წესების დაცვით დამუშავება; სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესაბამისობის დაგდენა;
- პროდუქტის ხარისხის და ვადების მუდმივი მონიტორინგი;
- შემოსული შეკვეთებზე დაუყოვნებლი რეაგირება და დროული მომზადება;
- აქტიური კომუნიკაცია მომსახურე პერსონალთან მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად;
- სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
- სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების მიღება;
- სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვა;
- სამზარეულოს/სამუშაო სივრცის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
- სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი, უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
- სტუმრის კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა;
- პრობლემური შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
- სამუშაო ინვენტარის, ჭურჭლის, დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
- მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
- მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში შეფ მზარეულის ფუნქციების შეთავსება
კვალიფიკაცია
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის/სტანდარტების ცოდნა
უნარები
- როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
- პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე მოგვაწოდოთ მისამართზე hr@satchashnike.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.