HVAC ინჟინერ-პროექტანტი

თბილისი სრული განაკვეთი თბილი სახლი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ვენტილაცია/გათბობა/კონდიცირება (HVAC)
კომპანია თბილი სახლი აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე.  

მოვალეობები: 
  • ტექნიკური დავალების საფუძველზე HVAC პროექტის ნახაზების მომზადება; 
  • პროექტის მენეჯერებთან მჭიდრო კომუნიკაცია; 
  • სამუშაოების დადგენილ ვადებში და დადგენილი მოცულობით დასრულების უზრუნველყოფა; 
  • საინჟინრო გუნდთან და კონტრაქტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • Autocad და Revit პროგრამების ცოდნა (აუცილებელი); 
  • საოფისე პროგრამების  (MS Office) ცოდნა; 
  • სასურველია 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა; 
 
სამუშაო პირობები: 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას N56; 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 – 18:30  
 
ბენეფიტები: 
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა; 
  • კვალიფიკაციის ამაღლება კურსების და ტრენინგების დაფინანსების გზით; 
  • ფიტპასით და ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობა; 
  • პარკინგი. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@casacalda.ge  
გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „HVAC ინჟინერ-პროექტანტი“.