HR მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Formax
მივლინება: არა ხელფასი: 3000 - 3500
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
საყალიბე სისტემების მწარმოებელი კომპანია ფორმაქს აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის (ჯენერალისტის) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 142

ფუნქცია-მოვალეობები:
  • თანამშრომლებთან ინტერვიუების ჩატარება დენადობისა და მიმდინარე პრობლემების დასადგენად
  • ორგანიზაციული სტრუქტურის გადამოწმება და განახლება
  • შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მართვა, არქივირება და ვადების კონტროლი
  • სამუშაო აღწერილობების შექმნა ყველა პოზიციისთვის
  • HR პოლიტიკის შემუშავება (შვებულება, დისციპლინა, შეფასება, შიდა წესები)
  • თანამშრომლების აღრიცხვა SELF სისტემაში, მონაცემების რეგულარული განახლება
  • შვებულებების, გაცდენების, ბრძანებების და სტატუსის ცვლილებების მართვა SELF-ში
  • ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემის დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია სოციალური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
  • აუცილებელია HR პროგრამა SELF -ში მუშაობის გამოცდილება;
  • შრომის კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთების უნარი.

სახელფასო ბიუჯეტი: ხელზე ასაღები 3000-3500 ლარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.