ვეტერინარის ასისტენტი

თბილისი მოქნილი გრაფიკი BONA MENTE
მივლინება: არა
განათლება: პროფესიული კოლეჯი
სოფლის მეურნეობა: ვეტერინარია

კლინიკა BONA MENTE ეძებს პასუხისმგებელ და ცხოველების სიყვარულით გამორჩეულ ვეტერინარის ასისტენტს, რომელიც მზად იქნება გახდეს ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი.

კლინიკა: BONA MENTE
ლოკაცია: თბილისი, ს. ჩიქოვანის 4
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • ვეტერინარის დახმარება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში
  • ცხოველების მიღება, მდგომარეობის მონიტორინგი
  • სამედიცინო ინსტრუმენტების მომზადება და დეზინფექცია
  • კლინიკის სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა

მოთხოვნები:
  • ცხოველების სიყვარულით და ზრუნვის უნარით გამორჩეული პიროვნება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო)
  • პასუხისმგებლობა, სწრაფი რეაგირება და გუნდური მუშაობის უნარი
  • პროფესიული განათლება ვეტერინარიაში (მიიღებიან სტუდენტებიც)

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო
  • გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
  • განვითარებასა და სწავლას
  • სტაბილური და შეთანხმებული ანაზღაურება
  • მხარდაჭერა და რეალური დაფასება

თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: Info@bona-mente.ge
გახდი ცხოველების მხარდამჭერი ჩვენს გუნდთან ერთად