პრომოუტერი

თბილისი მოქნილი გრაფიკი ტრიტონი
მივლინება: არა ხელფასი: 600 +ბონუსი
განათლება: საშუალო განათლება ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
შპს “ტრიტონ” – ახალგაზრდა და დინამიური კომპანია, რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე ჰიპერმარკეტ "დომინო"-ში (ისთ ფოინთი).

ჩვენ ვართ ცნობილი ევროპული და ამერიკული ბრენდების ოფიციალური დილერი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. ვთანამშრომლობთ წამყვან ჰიპერმარკეტებთან და ვამარაგებთ ბაზარს ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციით (Fiskars, Gerber Gear, Morakniv , VARTA, Kershaw და სხვ.).

რა გელოდებათ:
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
  • ტრენინგები უცხოელ პარტნიორებთან.
  • გამოცდილება წამყვან ბრენდებთან.
  • სწავლებისა და კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა.
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

სამუშაოს აღწერა: 
  • თქვენ იქნებით ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი ბაღის ინსტრუმენტების სექციაში დომინოს ისთ ფოინთის ფილიალში, გაუწევთ მომხმარებელს კონსულტაცას ჩვენი პროდუქციის შესახებ და დაეხმარებით პროდუქტის შერჩევაში.

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლებისთვის ჩვენი პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა
  • გაყიდვების გაზრდა და ბრენდების აქტიური პოპულარიზაცია.
  • სტენდის მოწესრიგებულად შენარჩუნება.
  • პროდუქციის მიღებაში და დალაგებაში  მონაწილეობა (მერჩენდაიზინგი)

ვის ვეძებთ:
  • კომუნიკაბელურ და მოტივირებულ კანდიდატს
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.
  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაო ადგილი:
ისთ ფოინთი, ჰიპერმარკეტი დომინო (ქ.თბილისი, თვალჭრელიძე 2)

გრაფიკი:
11:30 – 19:00 (1 საათი შესვენება)
5 დღე კვირაში (2 დღე დასვენება შეთანხმებით)

ანაზღაურება:
600 ლარი (ფიქსირებული) + გაყიდვების მზარდი პროცენტი

თვიური საშუალო ხელფასი მერყეობს 1000-1500 ლარამდე დამოკიდებულია თქვენს მონდომებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მითითებულ მისამართზე: ana@triton.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 597 17 42 40 გისურვებთ წარმატებებს!