გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ეკო ჰაუს მერისი
მივლინება: არა ხელფასი: 3000 - 8000 +ბონუსი
ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
Eco House Merisi აცხადებს გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას მაღალმთიან აჭარაში (50 კმ ბათუმიდან).
ხელფასი: 3000-ლარისან 8000 ლარამდე ( განაკვეთი+ბონუსი+%)

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს ტურიზმის სფერო, გაყიდვები და გთავაზობთ კომფორტულ დისტანციურ სამუშაო ფორმატს.

სამუშაოს აღწერა:

გაყიდვების მენეჯერი პასუხს აგებს სასტუმროს გაყიდვების ზრდაზე სხვადასხვა ონლაინ არხების, ტურისტული სააგენტოებისა და პარტნიორების მეშვეობით. ის აქტიურად იმუშავებს ჩვენი ობიექტის პოპულარიზაციაზე როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

 სამუშაო ფორმატი:
  • დისტანციური (მუშაობა სახლიდან)
  • ადგილზე ყოფნა საჭიროა კვირაში 1 დღე (გაცნობითი და საკოორდინაციო ვიზიტისთვის)

ძირითადი მოვალეობები:
  • მუშაობა OTA პლატფორმებთან (Booking, Airbnb, Expedia და სხვა)
  • ფასებისა და აქციების მართვა
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება
  • ახალი კლიენტებისა და სააგენტოების მოძიება
  • კომუნიკაცია ტურისტებთან და პარტნიორებთან
  • ბაზრის ანალიზი და შემოსავლის ზრდაზე ორიენტირება

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (სასტუმრო სფეროში)
  • კომუნიკაციის უნარი ტურისტებთან და ტურისტულ სააგენტოებთან
  • საოფისე პროგრამებისა და OTA სისტემების ცოდნა
  • ენების ცოდნა: რუსული და ინგლისური — სავალდებულოა
  • ორგანიზებულობა, ინიციატივა და პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ecohousemerisi@gmail.com
შემოუერთდით მეგობრულ, ინოვაციურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს!