შემოსავლების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი HPM
მივლინება: არა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. 

ამჟამად კომანია „HPM”-ში ჩვენ ვეძებთ შემოსავლების მენეჯერს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური, სეზონური და სპეციფიური ღონისძიებების გათვალისწინებით ფასების დინამიური განსაზღვრა.
  • OTA (Booking.com, Expedia, Agoda და სხვ.) და პირდაპირი არხების ფასების სინქრონიზაცია.

გაყიდვების პროგნოზირება და ანალიზი:
  • ოკუპაციის, ADR (Average Daily Rate), RevPAR (Revenue per Available Room) და სხვა ძირითადი KPI-ების ანალიზი.
  • Historical და on-the-books მონაცემებზე დაყრდნობით მოთხოვნის პროგნოზირება.

Channel Management:
  • B2C და B2B არხების (მაგ. Expedia, Agoda, Wholesalers) აქტიური მართვა.
  • Channel manager-ის სისტემების ეფექტური გამოყენება (e.g., SiteMinder, RateGain).
  • თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან:
  • მჭიდრო კოორდინაცია გაყიდვების, მარკეტინგისა და ოპერაციების გუნდებთან.
  • სპეციალური შეთავაზებებისა და აქციების დაგეგმვა და შეფასება.

კონკურენტული ანალიზი:
  • კომპეტიტორების ფასების და შეთავაზებების მუდმივი მონიტორინგი.
  • STR და სხვა benchmarking ინსტრუმენტების გამოყენება.

პლატფორმებისა და სისტემების მართვა:
  • PMS (Property Management System), RMS (Revenue Management System) და Excel-ის აქტიური გამოყენება.
  • Lighthouse ან მსგავსი სისტემების ანალიზი და ინტერპრეტაცია.
  • ყოველდღიური რეპორტინგი სასტუმროს გენერალურ მენეჯერთან, შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან
  • ყოველკვირეული რეპორტების გამზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სასტუმრო სფეროში მუშაობის
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • PMS/RMS,  channel manager, OTA extranets სისტემების ცოდნა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მართვის უნარი. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „შემოსავლების მენეჯერი“

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

გისურვებთ წარმატებას!