ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დამლაგებლის პოზიციაზე საბაგიროგზაზე არსებულ რესტორან ,,არგო’’-ში.
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება სამზარეულოს დასუფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
ძირითადი მოვალეობები:
- სამზარეულოს დალაგება-დასუფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად;
- სანიტარულ ჰიგიენური-ნორმების ცოდნა და დაცვა;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ, დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის განკუთვნილ ადგილზე მოთავსება;
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში;
- თავაზიანი;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყაფირ შერვაშიძის აღმართი №78
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
- მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
- სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
- ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
- საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!