HR მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი აჭარა ტექსტილი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: აზერბაიჯანული, თურქული, რუსული
ადამიანური რესურსები: HR მენეჯერი
შპს „ აჭარა ტექსტილე“ აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე
სრული განაკვეთი 
რუსთავი, ი. გაგარინის ქუჩა N 20 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ვაკანსიის გამოცხადების ორგანიზება შესაბამის ვებგვერდების მეშვეობით; 
  • აპლიკანტების მიერ აპლიკაციის ფორმის შევსების უზრუნველყოფა, შევსების დროს გასაუბრება და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირების ჩატარება; 
  • დასაქმების მიზნით კანდიდატთა შერჩევა დაარქივებული აპლიკაციის ფორმებისა და ვაკანტური პოზიცი(ებ)ის მიხედვით. მათთან გასაუბრების ორგანიზება შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად; 
  • შერჩეულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულებისა და მისი შემადგენელი დანართების (პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისა და სერვისით სარგებლობის შესახებ შეთანხმების აქტები) გაფორმება; 
  • დასაქმებულების სამუშაო პროცესზე დასწრების ყოველდღიური კონტროლი, არსებულ პროგრამაში მათი ასახვა, სამსახურში გამოცხადებული/არ გამოცხადებული დასაქმებულების შესახებ შესაბამისი რეპორტის მომზადება-ხელმძღვანელობაზე გაგზავნა ყოველდღიურად; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აზერბაიჯანული, თურქული, რუსული  და ქართული ენების ცოდნა; 
  • უმაღლესი განათლება 

პიროვნული თვისებები: 
  • კომუნიკაბელურობა 
  • ოპერატიულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე 
  • მობილურობა 
  • გუნდური მუშაობის  უნარი და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი 


დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ თავიანთი რეზიუმე შემდეგ მისამართზე nana.dundua@kartlitextile.com შეტყობინების ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება HR მენეჯერი 
 
გისურვებთ წარმატებას! 

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს “აჭარა ტექსტილეში” არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე, მის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები გამოყენებულ იქნება კონკურსის მიზნებისთვის, საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად. 
ამასთან, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი მონაცემები გამოყენებულ იქნება შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის კანონმდებლობით და დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული პროცედურის უზრუნველსაყოფად და შესაბამის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით, დაწესებულებისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.  
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფომით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა.