გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Alpha DC
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
Alpha DC აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (IT დისტრიბუცია)  პოზიციაზე
განაკვეთი: სრული 

ვაკანსია განკუთვნილია მხოლოდ იმ კანდიდატებისთვის, ვინც ფლობს მინიმუმ 3 წლიან გამოცდილებას IT პროდუქტების ან IT დისტრიბუციის გაყიდვებში. 
სხვა პროფილის კანდიდატების სივები არ განიხილება. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • IT პროდუქტების გაყიდვების სრული ციკლის მართვა: კლიენტებთან კომუნიკაცია, შეთავაზებების მომზადება, შეკვეთების დამუშავება. 
  • ახალი კლიენტების მოძიება (B2B სექტორში): ბაზრის კვლევა, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. 
  • კლიენტთა ბაზის მართვა: გრძელვადიანი კომუნიკაციის შენარჩუნება. 
  • ბაზრის და კონკურენტების ანალიზი IT სფეროში. 
  • დოკუმენტაციის მომზადება და კონტრაქტების მართვა. 
 
აუცილებელი მოთხოვნები: 
  • მინიმუმ 3 წლიანი რელევანტური გამოცდილება IT ან ტექნოლოგიური პროდუქტების B2B გაყიდვებში (დისტრიბუციაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად) 
  • IT ბაზრის, ტერმინოლოგიისა და პროდუქტის ხაზების ცოდნა (hardware, networking, storage და სხვ.) 
  • გამართული კომუნიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე 
  • მოლაპარაკების, დროის მართვის და ანალიტიკური უნარები 
  • შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა 
 
რას გთავაზობთ ჩვენ: 
კონკურენტული ანაზღაურება: $1000 – $1100 
პროფესიული ზრდისა და განათლების შესაძლებლობა 
კომფორტული სამუშაო გარემო 
ჯანმრთელობის დაზღვევა, ფიტპასი და კორპორატიული ნომერი 
 
თუ გაქვთ ზემოთ აღწერილი გამოცდილება და გსურთ კარიერის განვითარება ტექნოლოგიების სფეროში — გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: Salome.dvalishvili@alphadc.ge