ოფის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი Tempo Holding
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
Tempo Holding -  სამშენებლო და დეველოპერული კომპანია,რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.

კომპანია Tempo Holding აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:
  • ოფისში შემოსული სტუმრების მიღება და შესაბამის პირებთან გადამისამართება
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და კორესპონდენციის დამუშავება
  • ოფისის ყოველდღიური ორგანიზება და რესურსების მართვა (კანცელარია, ტექნიკა და სხვა საოფისე მარაგები)
  • ოფისის საერთო და ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება
  • შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება (საჭიროების შემთხვევაში, სივრცის მომზადება, ჩაი/ყავის შეთავაზება)
  • საბაზისო ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა (ანგარიშების მიღება, გადაცემა, მცირე დოკუმენტაცია)
  • მენეჯმენტთან და გუნდის წევრებთან კომუნიკაცია, მიმდინარე პროცესების მხარდაჭერისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • კომპიუტერული უნარები (MS Office, ელ.ფოსტა, პრინტერის გამოყენება, სკანირება და სხვა საბაზისო ფუნქციები)
  • ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა და სწრაფი აზროვნების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტული ანაზღაურება
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სტაბილური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • თანამედროვე სამუშაო გარემო ბათუმში
  • მეგობრული და მზარდი გუნდი

განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელეტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არა უმეტეს 6 თვისა. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იქნას კომპანიის სხვა პოზიციებზე არსებობის შემთხვევაში კომპეტენციის შესაბამისად.

„ტემპო ჰოლდინგი“ გისურვებთ წარმატებას!
გაგზავნე CV