გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ოლსერვის გრუპი
მივლინება: არა ხელფასი: 700 +ბონუსი
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
ვინ ვართ ჩვენ ? All Service Group არის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია კორპუსის მაცხოვრებლების სრული კომფორტის შექმნაზე. ჩვენი ძირითადი სერვისებია : ლიფტების და სადარბაზოს კარების თანამედროვე დომოფონებით და საბარათე სისტემებით აღჭურვა, კამერების მონტაჟი, კორპუსის დალაგება, ეზოს მოვლა, შლაგბაუმების მონტაჟი და GSM გახსნის ფუნქციების ინსტალაცია.  
გაიგე უფრო მეტი ჩვენს შესახებ : www.asg.ge 
 
All Service Group აცხადებს ვაკანსიას “გაყიდვების მენეჯერი“ პოზიციაზე 
სამუშაო ადგილი: ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N53 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე შეთანხმების შესაბამისად, არაუმეტეს 40 საათისა. 
 
პირობები: 
  •  სტაჟირების პერიოდში ფიქსირებულ 700 ლარი (NET); 
  • სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ 1000 ლარი (NET); 
  • ჯგუფის წევრების საშუალო ანაზღაურება 1500-3000 ლარი; 
  • ყოველთვიური საკომისიო, ყოველთვიური საბონუსე სისტემა, კვარტალური ბონუსები; 
  • შეხვედრებისთვის კომპანიის ავტომობოლით უზრუნველყოფა; 
  • კორპორატიული ნომრით უზრუნველყოფა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  •  კომპანიის პროდუქტების მომხმარებლისათვის შეთავაზება; 
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის გაკეთება/წარდგენა; 
  • მომხმარებლებთან კონტრაქტების გაფორმება/მოწესრიგება; 
  • ყოველთვიური/კვარტალური გეგმის შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • საოფისე პროგრამებთან (Word, Excel, PowerPoint) მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის მარტივი კომუნიკაციის დონეზე ცოდნა; 
 
საჭირო მოთხოვნები: 
  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ყურადღება დეტალების მიმართ; 
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები; 
 
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გაგვიზიარეთ აღნიშნულ მისამართზე hr@asg.ge . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ‘’გაყიდვების მენეჯერი-ბათუმი’’. 
 გისურვებთ წარმატებას