პროექტების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ელსაიდ ფროჯექთ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
TOP მენეჯმენტი: პროექტის/პროგრამის მართვა სამშენებლო, უძრავი ქონება: სამშენებლო პროექტების მართვა
ელსაიდ ფროჯექთი აცხადებს ვაკანსიას: პროექტების მენეჯერი (სამშენებლო/საპროექტო მიმართულება)

კომპანიის შესახებ:
ელსაიდ ფროჯექთი — წამყვანი საინჟინრო-საპროექტო კომპანია საქართველოში, რომელიც მუშაობს მრავალპროფილურ პროექტებზე საცხოვრებელი, კომერციული და ინდუსტრიული სექტორებისთვის. ჩვენ ვაფასებთ მაღალ პროფესიონალიზმს, ხარისხზე ორიენტირებულობასა და გუნდის ერთიან მუშაობას. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მდგრადი, ინოვაციური და სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ძირითადი მოვალეობები:
  • საპროექტო ჯგუფის ყოველდღიური მენეჯმენტი: პროექტში ჩართულ მხარეთა შორის იდეალური კოორდინაცია;
  • პროექტის გრაფიკის და ბიუჯეტის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და  ვადების კონტროლი;
  • ნახაზების გახსნა, განხილვა და შეფასება AutoCAD, Revit და Archicad-ში (მინიმუმ ვიზუალური წაკითხვის დონეზე);
  • მოცულობათა უწყისების მომზადება, გადახედვა და კონტროლი;
  • ხარისხის უზრუნველყოფის პროცესის მართვა ყველა ეტაპზე;
  • ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან, კონტრაქტორებთან და შიდა გუნდთან;
  • რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვა;
  • ანგარიშგება მენეჯმენტთან პროექტების პროგრესზე.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო მენეჯმენტში ან შესაბამის საინჟინრო სფეროში;
  • მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სამშენებლო ან საპროექტო პროექტების მენეჯმენტში;
  • AutoCAD, Revit და Archicad-ის ფაილებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა (ნახაზების გახსნა, წაკითხვა, გადამოწმება);
  • გამოცდილება მოცულობათა უწყისებთან და პროექტის დოკუმენტაციასთან;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პროფესიული კომუნიკაციის დონეზე;
  • შესანიშნავი ორგანიზაციული და მოლაპარაკების უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება.

უპირატესობად ჩაითვლება:
  • საერთაშორისო პროექტებზე ან უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • PMP ან სხვა პროფესიული მენეჯმენტის სერტიფიკატი;
  • საინჟინრო-საპროექტო ან სამშენებლო პროგრამების  ღრმა ტექნიკური ცოდნა;
  • მუშაობის გამოცდილება BIM პროექტების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • მრავალფეროვანი, საინტერესო და მასშტაბური პროექტები;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა და პროფესიული ტრენინგები;
  • თანამედროვე, ინოვაციური სამუშაო გარემო;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@elside.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: “პროექტების მენეჯერი”.
გისურვებთ წარმატებებს!