კომპანია "მეტრო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) პოზიციაზე, ქ. თბილისში.
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს :
კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს :
- უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით.
- სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მშენებლობაში.
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა / AutoCAD, MS OFFICE.
აუცილებელი უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- ორგანიზებულობა
- პუნქტუალურობა
- სტრესულ სიტუაციაში და ვადებში მუშაობის უნარი.
ფუნქცია - მოვალეობები:
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
- სამშენებლო მასალების მითვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვის კონტროლი;
- სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი;
- სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მიმდინარე დანახარჯებთან შედარება;
- ფორმა 2-ების წარმოება;
- ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშა პერსონალის მოძიება;
- მარაგებისა და ძირითადი საშუალებების კონტროლი; ** რესურსების ოპტიმალური გამოყენება და ხარჯების ოპტიმიზაცია;
- ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების მდებარეობაზე) სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე.
კანდიდატების შერჩევის ეტაპები:
CV - ს განხილვა.
გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@urbanique.ge
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ივლისი.
გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@urbanique.ge
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ივლისი.