24 ივლ - 22 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
კომპანია „ევროპროდუქტი“, როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად! დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
კომპანია „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე ბათუმში.
კომპანია „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ბათუმი.
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მის პორთფელში არსებული ასორტიმენტის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
- გაყიდვების წარმოება და მუდმივად მუშაობა მაჩვენებლის ზრდაზე;
- პოტენციური კლიენტების მოძიება;
- კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი;
- დაფარულ ობიექტებზე ბრენდის დაფარვის გაზრდა;
- ინკასაციის მართვა;
- მერჩენდაიზინგის წარმოება
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- მართვის მოწმობა B კატეგორია
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- მიზანდასახულობა;
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი
- დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი
აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსთვის საჭირო საწვავს და ავტომობილის ცვეთის ხარჯს)
კომპანია „ევროპროდუქტი“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა „სავაჭრო წარმომადგენელი“ სწინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები