25 ივლ - 23 აგვ
სტანდარტი
წარმოების ხელმძღვანელი
თბილისი, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები წარმოების ტექნოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო: მედია და კომუნიკაციები მარკეტინგი და რეკლამა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    წარმოება/ოპერაციები წარმოების ტექნოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    მედია და კომუნიკაციები მარკეტინგი და რეკლამა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
სარეკლამო კომპანია “FLEXMEDIA’’ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43

ძირითადი მოვალეობები:
  • წარმოებაში მიმდინარე პროექტების აწყობა/დამზადების მონიტორინგი;
  • ყოველდღიური საქმიანობების თანამშრომლებზე გადანაწილება და კონტროლი;
  • თანამშრომლებისათვის მითითებების მიცემა სამუშაო პროცესებზე;
  • ყოველდღიური შესრულებული საქმიანობის რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • გეგმის შედგენის პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • ხარისხიანი პროდუქტის გაშვება საბოლოოდ დამკვეთთან;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნესს ადმინისტრირების/მენეჯმენტის ან მომინჯნავე სფეროდან;
  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება (უმჯობესია სარეკლამო მიმართულება);
  • აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • გუნდის მართვის უნარი;
  • გეგმის შესრულების კონტროლის უნარი;
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
  • პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

პირობები:
  • კომპანია უზრუნველყობს თანამშრომელთა კვებას;
  • ანაზღაურება - შეთანხმებით
  • კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@flexmedia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - წარმოების ხელმძღვანელი
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
წარმოება/ოპერაციები
წარმოების ტექნოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები