29 ივლ - 26 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 900(+ ბონუსი 200 + 300 )
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- ენები: ინგლისური,რუსული
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „გაყიდვების კონსულტანტის“ პოზიციაზე თბილისში ბელიაშვილის # 47-ში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
- მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს არსებული აქციების შესახებ;
- ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
- შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
- საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
- მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
- შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებები;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
- რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება:
- ხელფასი ფიქსირებული 900 ლარი.
- ბონუსი 200-500 ლარი.
სამუშაო გრაფიკი:
კვირაში 5 სამუშაო დღე 8 სააათიანი გრაფიკით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge 2025 წლის 31 აგვისტომდე . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
გასაუბრება;
მოგახსენებთ, რომ შპს „ემტექნიკსი“ დასაქმების მსურველი კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წინასახელშეკრულებო ეტაპზე ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს იმ მოუცლობით და მასშტაბით რაც აუცილებელია დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით. შპს „ემეტქნიკსი“-ს მიერ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მასთან დაკავშირებული სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვით.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შემდგომ კანდიდატის შესახებ პერსონალური ინფორმაცია შესაბამისი წესით შპს „ემტექნიკსი“-ს მიერ ინახება 1 წლის ვადით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დავის წამოწყების თეორიული შესაძლებლობის გამო. ამასთანავე, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება ვაკანტური პოზიციებზე გათვალისწინების მიზნითაც მითითებული ვადით.
მოგახსნებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მონიჭებული უფლებების განხორციელების მიზნით უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ კომპანიაში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია უსასყიდლოდ, ამასთანავე ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით. აღნიშნულისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@midea.ge, ან დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 0322 52 43 43;
გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყების სურვილის შემთხვევაში, რელევანტური მონაცემების მითითებით.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები