31 ივლ - 29 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 - 1300
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: რუსული,ინგლისური
შპს „ქართუ - უნივერსალი“ ნაყინის და ნახევრფაბრიკატების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია აწარმოებს ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ბრენდებს - „თოლია“- ს და „კამპარა“ - ს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://tolia.ge/
თოლიას ყველაზე გემრიელი და მხიარული გუნდი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქციები:
- კლიენტების კონსულტირება და მომსახურება;
- სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა;
- პროდუქციის მიღება და განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით;
- პროდუქციის რეალიზებამდე ვადების მონიტორინგი;
- სანაყინე დანადგარების გამართული მუშაობისთვის შესაბამისი პროცედურების დაცვა;
- უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- პროგრამების ცოდნა: MS Excel; 1C თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- ადგილი: თბილისი, ვაკის პარკი, კუს ტბა.
- გრაფიკი: დღეში 6-8 საათი
- ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური საათები;
- ანაზღაურება: 1100-1300 ლარი
- საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება საცხოვრებელ ადგილამდე
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@tolia.ge; სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
თოლია წარმატებებს გისურვებთ!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები