შემდეგი
13 აგვ - 27 აგვ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
საკვების წარმოება
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".
სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში.
ვაკანსიის დასახელება - საბაზრო გაყიდვების მენეჯერი.
სამუშაო ადგილი - დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე არსებული „ქართული აგრო სახლის“ მაღაზია/საწყობი.
სამუშაო საათები:
კვირაში 5 დღე - 07:00 - 15:00
კვირაში 1 დღე - 07:00 - 12:00
დასვენების დღე: შეთანხმებით
ხელფასი: 2000 ლარი, ხელზე + ბონუსი გაყიდვებიდან
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების პუნქტიდან პროდუქციის რეალიზაციის დაგეგმვა, შესრულება და კონტროლი;
- გაყიდვების პუნქტის პერსონალის საქმიანობის წარმართვა;
- პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (პოს ტერმინალების მართვა, სასაქონლო ზედნადების გამოწერა, და.ა.შ);
- პოს ტერმინალზე გატარებული თანხების ყოვედღიური კონტროლი (დღის დახურვა) და ფინანსურ დეპარტამენტთან რეპორტინგი;
- ბაზარზე მიმდინარე ტენდეციების მონიტორინგი და მენეჯერთან გაზიარება;
- ბაზარში არსებულ ფასებზე ინფორმაციის მიწოდება საბითუმო გაყიდვების მენეჯერისთვის;
- პასუხისმგებლობა გაყიდვების პუნქტში არსებულ ინვენტარზე, პროდუქტზე, შემოსულ და გასულ თანხებზე;
- ხელმძღვანელობის მიერ დავალებული ნებისმიერი სხვა დავალების შესრულება თანამშრომლის კვალიფიკაციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების ან ფინანსების განხრით;
- აუცილებელია გაყიდვების მენეჯერად ან საწყობის მენეჯერად მუშაობის არა ნაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია თანამშრომლების მართვის გამოცდილება;
- Ms Excel-ის ცოდნა;
- 1C ERP პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოლაპარაკების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მართვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
კომპანიის შეთავაზება:
- თანამშრომლის წილი საპენსიო შენატანის (2%) დაფარვა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების მიღება - 27 აგვისტო, 2025.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები