13 აგვ - 11 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - ენები: ინგლისური
შპს ,,AWARD’’ აცხადებს გაყიდვებისა და განვითარების მენეჯერი ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: გაყიდვებისა და განვითარების მენეჯერი (ურბანული მშენებლობა)
ორგანიზაცია:შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი:თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 – 19:00)
ხელფასი: ფიქსირებული ხელფასი 3000 ლ (+ ბონუსები შესრულებული გეგმის მიხედვით)
კომპანიის შესახებ:
კომპანია „AWARD” ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.
მოვალეობები:
- კომპანიისა და შესრულებული პროექტების პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა.
- კომპანიის შესაძლებლობების პრეზენტაცია პოტენციურ დამკვეთებთან.
- მოლაპარაკებების წარმოება სახელმწიფო და კერძო სექტორის კლიენტებთან.
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა კომპანიებში.
- პროექტების პორტფოლიოს განახლება და მარკეტინგული მასალების მომზადება.
- ახალი კლიენტების მოძიება და ბაზრის გაფართოება.
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებსა და ბიზნეს განვითარებაში,
- საოფისე პროგრამების (MS Office, Excel, PowerPoint, Outlook) სრულყოფილი ცოდნა.
- ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (სავალდებულო).
- პრეზენტაციების მომზადებისა და საჯარო წარდგენის გამოცდილება.
- მოლაპარაკებების მაღალ დონეზე წარმართვის უნარი.
- კომერციული წინადადებების შედგენის გამოცდილება.
- ბაზრის ანალიზის და სტრატეგიული დაგეგმვის უნარი.
აუცილებელი უნარები:
- ორგანიზებულობა.
- პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
- დროის მართვის უნარი.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 13/09/2025.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები