დღეს - 24 სექ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია IBCCS Georgia არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს ბიზნესს, იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ და სხვა ბიზნესთან დაკავშირებულ მომსახურებას. IBCCS Georgia მომსახურებას უწევს როგორც უცხოურ, ასევე საქართველოში ოპერირებად კომპანიებს. IBCCS Georgia-ს აქვს ოფისები ასევე კვიპროსში (ლიმასოლი), ესტონეთსა (ტალინი) და დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
კომპანია IBCCS Georgia აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
კომპანია IBCCS Georgia აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- დოკუმენტების სამართლებრივი ექპერტიზა და შესაბამის დასკვნის მომზადება;
- კომპანიის კლიენტებისთვის სრული სამართლებრივი მხარდაჭერა სამართლის სხვადასახვა მიმართულებით, მათ შორის:
- კონსულტაციის გაწევა და სრული იურიდიული მხარდაჭერა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად კომპანიის რეგისტრაციის საკითხებში;
- კონსულტაციის გაწევა და სრული იურიდიული მხარდაჭერა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის და სამუშაო ნებართვების მიღების საკითხებში;
- ადგილობრივი და უცხო ქვეყნის მოქალაქე კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა და სრული მხარდაჭერა შრომით-სამართლებრივ საკითხებზე;
- კომპანიის წარმომადგენლობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საჯარო და/ან კერძო სექტორში;
- ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი (სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით ან საერთო სპეციალიზაციით);
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნა).
სამუშაო პირობები:
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (შესაძლებელია კვირაში 1 დღე დისტანციურად მუშაობა);
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა;
გამოსაცდელი ვადა: 3-დან 6 თვემდე;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (შესაძლებელია კვირაში 1 დღე დისტანციურად მუშაობა);
დასვენების დღეები: შაბათი და კვირა;
გამოსაცდელი ვადა: 3-დან 6 თვემდე;
ანაზღაურება:
გამოსაცდელი ვადის განმავლობაში – 1800 ლარი (დღგ-ის გარეშე),გამოსაცდელი ვადის შემდეგ – 2000 ლარი (დღგ-ის გარეშე);
ლოკაცია: თბილისი, ატენის ქუჩა N16ა
გამოსაცდელი ვადის განმავლობაში – 1800 ლარი (დღგ-ის გარეშე),გამოსაცდელი ვადის შემდეგ – 2000 ლარი (დღგ-ის გარეშე);
ლოკაცია: თბილისი, ატენის ქუჩა N16ა
დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ მუშაობას მეგობრულ და პროფესიონალურ საერთაშორისო გარემოში, განვითარების შესაძლებლობებსა და ტრენინგებს, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ibccs.tax სათაურის ველში პოზიციის დასახელებით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში და ვაღიარებთ პირთა თანასწორობის უფლებას.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები