04 სექ - 03 ოქტ
სტარტი
Cloud-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე / ღრუბლოვანი სერვისები
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@muk.group
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მენეჯმენტი გაყიდვები მენეჯმენტის ასისტირება ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები
პროგრამული უზრუნველყოფა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მენეჯმენტი გაყიდვებიმენეჯმენტის ასისტირება ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები
პროგრამული უზრუნველყოფა - ენები: ინგლისური
MUK თბილისი აცხადებს ვაკანსიას – MUK Cloud-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე (ღრუბლოვანი სერვისები)
მოთხოვნები:
მოვალეობები:
გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ რუსულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@muk.group
მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა (კითხვის, საუბრისა და წერის დონეზე);
- სამუშაო გამოცდილება IT კომპანიაში (პარტნიორი, დისტრიბუტორი ან IT ვენდორი);
- კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება, IT სერვისებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვები;
- IT ბაზრის, ვენდორებისა და პარტნიორული ეკოსისტემის ცოდნა ცენტრალური აზიის, კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელობის გამოცდილება IT გადაწყვეტილებების/სერვისების გაყიდვებში;
- ERP/ანგარიშგების სისტემებთან და ხელშეკრულებებთან მუშაობის ცოდნა და უნარი;
- ღრუბლოვანი სერვისების ფუნქციონალისა და სპეციფიკის ცოდნა;
- ღრუბლოვან სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად);
- თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ცენტრალური აზიის, კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
მოვალეობები:
- MUK Cloud-ის გაყიდვებისა და საოპერაციო დეპარტამენტების მუშაობის სტრატეგიული დაგეგმვა. გრძელვადიანი გაყიდვების მიზნების დასახვა;
- გაყიდვების და საოპერაციო დეპარტამენტების თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია ყველა ქვეყანაში, სადაც MUK Cloud არის წარმოდგენილი;
- ღრუბლოვანი გადაწყვეტილებებისა და პროფესიონალური სერვისების პოპულარიზაცია, პარტნიორული არხის განვითარება, ღირებულებითი შეთავაზებების ჩამოყალიბება პარტნიორებისთვის;
- MUK Cloud-ის გაყიდვების გეგმების შესრულება: საბაზრო წილი, ბრუნვა, მარჟა, პარტნიორებისა და საბოლოო კლიენტების რაოდენობა;
- ძლიერი პარტნიორული არხის შექმნა და განვითარება: ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულთა განვითარება;
- გაყიდვების და საოპერაციო დეპარტამენტების ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა სხვა დანაყოფებთან;
- გადაწყვეტილებების მიღება პარტნიორებისთვის შეთავაზებების ხარისხისა და საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით;
- მონაწილეობა მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
- ანგარიშგების სისტემებთან მუშაობა, გადახდების კონტროლი და დებიტორული დავალიანების მინიმიზაცია;
- კვარტალური ანგარიშების მომზადება ვენდორებისა და კომპანიის მენეჯმენტისთვის;
- მჭიდრო და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება ვენდორებისა და პარტნიორების წარმომადგენლებთან;
- ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების გაყიდვებისა და მხარდაჭერის ძლიერი გუნდების შექმნა და განვითარება;
- თანამშრომელთა სასწავლო და სერტიფიკაციის გეგმების შემუშავება და განხორციელება ღრუბლოვანი მიმართულების სტრატეგიის შესაბამისად.
გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ რუსულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@muk.group
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT მენეჯმენტი
გაყიდვები
მენეჯმენტის ასისტირება
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები