დღეს - 08 ოქტ
სტანდარტი
რეგისტრატორი
თბილისი, საბურთალო, კანდელაკის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურა
  • ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
მულტიფუნქციური ესთეტიკური და ველნეს ცენტრი „ალვორადა“ აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი, საბურთალოს რაიონი, ს.კანდელაკის ქუჩა #59
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლების რეგისტრაცია შიდა სამუშაო პროგრამაში და შესაბამისი ფინანსური მონაცემების დროულად ასახვა;
  • სოც.ქსელებზე შემოსულ შეტყობინებებზე და სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა;
  • შემოსული თანხის საბანკო ანგარიშზე შეტანა დადგენილი პერიოდულობის მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
  • ქართული ენის სრულყოფილი ფლობა;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!

შერჩევის ეტაპები: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება, ინდივიდუალური გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: alvoradaaesthetic@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

მულტიფუნქციური ესთეტიკური და ველნეს ცენტრი „ალვორადა“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სამედიცინო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
ნახვები
უნიკალური ნახვები