შემდეგი
09 სექ - 08 ოქტ
სტარტი
დღის რეგისტრატორი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR_vbc@bochorishvili.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვარეგისტრატურა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ აცხადებს დღის რეგისტრატორის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოვალეობები:
- კლინიკაში შემოსული პაციენტების საპასპორტო მონაცემების ასახვა პროგრამაში;
- ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო პორტალზე მუშაობა;
- სალარო აპარატთან მუშაობის ცოდნა;
- დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული უნარ–ჩვევები:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, 08 ოქტომბრამდე შემდეგ საფოსტო მისამართზე: HR_vbc@bochorishvili.ge
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მომხმარებელზე ორიენტირება;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, 08 ოქტომბრამდე შემდეგ საფოსტო მისამართზე: HR_vbc@bochorishvili.ge
შენიშვნა:
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები:რეზიუმე), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“-ს მიერ (ს/კ:405018831, რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზისიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება კლინიკაში არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 1 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“-მ შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: Info.Bochorishvili@Bochorishvili.ge;
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფომით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.-ფოსტაზე: Info.Bochorishvili@Bochorishvili.ge .
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს mladvisoryteam@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
სამედიცინო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
ნახვები
უნიკალური ნახვები