11 სექ - 11 ოქტ
ვიპ
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: t.machitidze@elitemotors.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საავტომობილო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): სიცოცხლის დაზღვევა,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
საავტომობილო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი), ბიზნესის ადმინისტრირება
- ენები: რუსული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
შპს „ელიტ მოტორსი“ 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია სხვადასხვა პრემიუმ ბრენდების მძიმე და მცირე სამშენებლო ტექნიკის, ინდუსტრიული დანადგარების, ძრავებისა და გენერატორების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
კომპანია წარმოადგენს ისეთ საყოველთაოდ ცნობილ ბრენდებს როგორებიცაა:
Atlas Copco – კომპრესორები, აზოტისა და ჟანგბადის გენერატორები · Genie – ამწევი მექანიზმები, შენობების მოვლის სისტემები · Emsa – გენერატორები (შიდა წვისა და გაზზე მომუშავე ძრავებით) · Mosa – შედუღების აპარატები · Hangcha – ჩანგლიანი დამტვირთველები · Wacker Neuson – სატკეპნები, ასფალტისა და ბეტონის საჭრელები, წყლის ტუმბოები, მინი სამშენებლო ტექნიკა
შპს ''ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების სფეროში
შპს ''ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სამშენებლო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების სფეროში
სამუშაო აღწერილობა:
- ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
- გაყიდვების წლიური და კვარტლური გეგმების შედგენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
- წლიური და კვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულება;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და გუნდთან ერთად განხორციელება;
- მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქტის მოძიება/შეთავაზება, კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება;
- ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება;
- ბრენდების განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვაში, მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება);
- მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან/პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების მიზნით, რეგულარული ვიზიტების და სატელეფონო ზარების განხორციელება;
- გაყიდვის მთლიან პროცესში მონაწილეობა (პროდუქტის შეკვეთა მომწოდებელთან, ლოჯისტიკის პროცესის უზრუნველყოფა და ა.შ.);
- კონკურენტების მონიტორინგი და მათი პროდუქტის შეფასება.
რა ცოდნის, გამოცდილების და უნარების კანდიდატი გვჭირდება:
- უმაღლესი განათლება(სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება)
- საოფისე პროგრამებისა და CRM სისტემების ფლობა
- გაყიდვების სფეროში გამოცდილება 2 წლამდე(B2B მიმართულებით გამოცდილება უპირატესობაა)
- მძიმე ტექნიკის, ინდუსტრიული დანადგარების ან სამშენებლო სექტორის სპეციფიკის ცოდნა სასურველია
- მოლაპარაკებების წარმოებისა და კომერციული შეთავაზებების მომზადების უნარი
- შედეგზე ორიენტირებული მუშაობის უნარი და გაყიდვების გეგმის შესრულების გამოცდილება
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
- ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა (ორივეს ფლობა სასურველია)
- მართვის მოწმობა B კატეგორია
ჩვენთან დაგხვდებათ:
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კონკურენტულ ანაზღაურება;
- მოქნილი საბონუსე სისტემა;
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
ადგილმდებარეობა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილი 23/800 კმ, საგურამოს გადასახვევთან
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი კვირაში 6 დღე, სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 09:00-14:00 (შაბათი)
თუ თვლით, რომ აკამაყოფილებთ ჩვენ მიერ გამოცხადებულ კრიტერიუმებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე:zantelidze@elitemotors.ge; t.machitidze@elitemotors.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „გაყიდვების მენეჯერი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან,
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში, დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
ელიტ მოტორსში თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
ელიტ მოტორსში თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები