17 სექ - 16 ოქტ
სტანდარტი
ფიზიკური თერაპევტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: shst2022@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
თერაპია - ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
თერაპია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
ქართული - ავსტრიული ორგანიზაცია ააიპ „ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება - ჰოლისი“ აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
- ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
- მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
- თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
- კლიენტის ფიზიკური განვითარების (ნატიფი და მსხვილი, მოტორული ფუნქციების) შეფასება და გადაფასება;
- ინტერვენციის გეგმის გაწერა;
- მშობელთა კონსულტირება საჭიროების შემთხვევაში.
- ფიზიკური თერაპიული ჩარევა სამუშაო პროცესში;
- მხარდამჭერი დამხმარე საშუალებების შერჩევა და მორგება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის და ორგანიზაციული დოკუმენტაციის წარმოება;
- საჭიროების შემთხვევაში ორთოპედთან ვიზიტის დროს კლიენტის თანხლება;
- ინტერდისციპლინურ ჯგუფში მუშაობა, კომუნიკაციის დამყარება თანამშრომლებთან;
- ინფორმაციის გაზიარება, პროფესიული კონტაქტი საერთაშორისო ექსპერტებთან.
- სუბორდინაცია და ანგარიშგება: პროგრამის ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის დირექტორთან.
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
- სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას (ავსტრიულ ცენტრებში ვიზიტები გამოცდილების გაზიარების მიზნით).
სამუშაო განრიგი:
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 8:00 დან 17:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე ) და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე shst2022@gmail.com
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის!
სამედიცინო
თერაპია
ნახვები
უნიკალური ნახვები