17 სექ - 16 ოქტ
სტანდარტი
ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: shst2022@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
სპეც. განათლება სამედიცინო თერაპია - ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
სპეც. განათლება სამედიცინოთერაპია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
ქართული - ავსტრიული ორგანიზაცია ა(ა)იპ „ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება” (ჰოლისი) აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება / დამამთავრებელი კურსი
- ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებული, „კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის“ ჩატარებული სასერთიფიკატო კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, P, B ან A დონის სერთიფიკატი) სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა ტრენინგის გავლა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება, სპეციალური პედაგოგი, ფსიქოლოგი.
- ბავშვებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები
- ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის მშობლებისთვის გაცნობა. შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და საჭიროებების განვითარების მიზნით, ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
- ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის განხორციელება ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და მშობლებისთვის გაცნობა, მშობლის/ძირითადი მომვლელისთვის ბავშვთან მუშაობის ტექნიკების/მეთოდების სწავლება;
- შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა და შემთხვევის მენეჯერის ფუნქციის შესრულება;
- ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის ხელშეწყობა, ადაპტაციის ეტაპზე ბავშვის მხარდაჭერა, პედაგოგების კონსულტირება;
- ბავშვის პირადი საქმის წარმოება;
- საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;
- ბავშვის უფლებების ადვოკატირება;
- სუბორდინაცია და ანგარიშგება: პროგრამის ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის დირექტორთან.
მოთხოვნები
- ბავშვებთან ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის გამოცდილება;
- ბავშვებთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით მუშაობა;
- მშობლებთან ინტერვიუს ჩატარების გამოცდილება;
- ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- პროფესიული განვითარების სურვილი;
- მიღწევის მაღალი მოტივაცია;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის პრინციპი;
- დროის კარგი მენეჯმენტი.
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
- სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი:
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 8:00 დან 17:00 საათამდე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე ) და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე shst2022@gmail.com
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის!
მეცნიერება / განათლება
სპეც. განათლება
სამედიცინო
თერაპია
ნახვები
უნიკალური ნახვები