17 სექ - 16 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ინგლისური,ქართული
შპს "ნატალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო ამოცანები:
- სამუშაო ობიექტის გამართული და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა
- მომხმარებლის დახვედრა და სრულყოფილი მომსახურება
- სერვისებზე წინასწარი ჩაწერა და განრიგების მართვა
- ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია
- გუნდის მხარდაჭერა და არსებულ სივრცეში კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა
- კომპანიის პროდუქტებისა და პროცედურების ცოდნა, შეთავაზება მომხმრებლისთვის
- ობიექტის დღიური შემოსავლის გაზრდისთვის საჭირო აქტივობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია ველნეს/სილამაზის მიმართულებით)
- ქართულისა და ინგლისურის კარგად ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
- კომუნიკაციის უნარები და პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებული
ჩვენ ვეძებთ პუნქტუალურ, პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელსაც დავახვედრებთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, პროფესიონალთა გუნდს და საინტერესო გამოწვევებს.
ვპირდებით კონკურენტულ ანაზღაურებას, პროფესიულ და კარიერულ ზრდას Natali Group-ის ფარგლებში
სამუშაო განაკვეთი სრული: სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით სამუშაო და დასვენების დღეების ეფექტური გრაფიკი (თვეში 15/16 სამუშაო დღე)
სამუშაო ადგილი:
თბილისი, მერაბ კოსტავას 67 (Natali Wellness Lab) ;
აბაშიძის 41 (Natali Dry Bar);
ლადო გუდიაშვილის 3 (Natali Spa)
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: HR@natali.ge და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპანია ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები