19 სექ - 18 ოქტ
სტანდარტი
ბრენდ მენეჯერი
თბილისი, სანზონა, გურამიშვილის გამზ. (სანზონა)
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@bms.ge
ტელეფონი: +995 595089796
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 - 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტში ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Pasta Reggia, Vileda, Olio Basso, Wilkinson Sword, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann (და სხვა) დისტრიბუციას.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00სთ.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით: 1500 – 2500 ლ + ბონუსი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის გაკეთება, ბიუჯეტირება და განხორციელება;
- ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით სტრატეგიის განსაზღვრა და შესაბამისი სარეკლამო თუ სხვა აქტივობების განხორციელება;
- არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მათთან საუკეთესო კომერციულ პირობებზე შეთანხმება და თანამშრომლობა;
- გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ბრენდების/პროდუქციის პრეზენტირება და ტრენინგი;
- შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- გაყიდვების სამსახურთან კოორდინაციაში ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება;
- ბაზრის/კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
- ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება;
- მერჩენდაიზინგის მონიტორინგი და მათთვის რეკომენდაციების მიცემა (გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად);
- მარაგების მართვა;
- ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს დარგში;
- სასურველია ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობა;
- აუცილებელია Microsoft Office-ის პროგრამების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის)
- მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
თუ მზად ხართ, იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და გაქვთ სურვილი, განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
Tel:+995 595089796
გისურვებთ წარმატებებს!
„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები