დღეს - 08 ოქტ
სტარტი
პროექტის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, კ. ქუთათელაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ჰიბრიდული/შერეული
  • ანაზღაურება:

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 2 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა პროექტების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • ენები: ინგლისური
„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს შერჩევას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის ძირითადი მიზანი: ორბელიანის აკადემიის პროექტის მართვა

სამუშაო გრაფიკი: 40 სთ კვირაში, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
სამუშაო რეჟიმი: ჰიბრიდული
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
შენიშვნა: ვაკანსია გამოცხადებულია დეკრეტული შვებულების შემცვლელის პირობით

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • სკოლებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;
  • სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ახალი და საჭირო პროექტების ინიციირება, დაგეგმვა და განხორციელება;
  • სკოლის მოსწავლეებისათვის იმიტირებული სასამართლო პროცესების ან და სხვა აქტივობების მართვა/ განხორციელება;
  • საინფორმაციო კამპანიების ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში არსებულ სკოლის დირექტორებთან კომუნიკაცია, მათთან შეხვედრა და თანამშრომლობა შემდგომი პარტნიორობის მიზნით;
  • უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტების ინიციირება და მართვა;
  • ორბელიანის აკადემიის პროექტის მართვა და განხორციელება. (პროექტის სამოქმედო გეგმის შემუშავება, უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან და ფაკულტეტებთან თანამშრომლობით, პროექტის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება, პროექტის განხორციელების მონიტორინგი და პერიოდული შეფასების განხორციელება, პროექტის თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება, პროექტის სამიზნე აუდიტორიასთან გრძელვადიანი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი) (სასურველია);
  • მოსწავლეებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1);
  • საგანმანათლებლო სფეროში მუშობის გამოცდილება (სასურველია);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება
  • პროექტების მართვის 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარები/თვისებები:
  • ადამიანების და პროცესების ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის და ორგანიზაციული უნარები;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
  • კომუნიკაბელური;
  • კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „ პროექტის მრნეჯერი“ , წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 8 ოქტომბერი.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები