ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR შესაბამისობა, HR ბიზნეს პარტნიორობა, HR ადმინისტრაცია, HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: კორპორატიული სერვისები
დაწესებულებების მომსახურება, მენეჯმენტის კონსალტინგი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
- საგანმანათლებლო პროგრამები: გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია, სოციალური მეცნიერებები, სოციალური ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია), ადამიანური რესურსების მართვა, ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა, მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები
- ენები: ინგლისური
მენეჯმენტის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე
კომპანიის მიზანია არსებული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით უზრუნველვყოთ საუკეთესო ხარისხის, საუკეთესო შედეგზე ორიენტირებული და სრული მენეჯმენტი სხვადასხვა ორგანიზაციებში. პირველი პროექტები დაგეგმილია საქართველოში. შემდეგ სხვა ქვეყნებში.
ორგანიზაციის სტრუქტურა სრულად ჰორიზონტალურია (უფლებები და პასუხისმგებლობები ფუნქციების შესაბამისად).
ორგანიზაცია ურთიერთობაში იყენებს მხოლოდ თანამშრომლობის პრინციპს (არა კონკურენციას)
კომპანიის მთავარი ღირებულებებია: შრომის სიყვარული და მუდმივი სწავლა.
თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა გახდნენ კომპანიის მეწილეები
საკადრო პოლიტიკის ძირითადი პრინციპი - ღირებულებებს მხოლოდ ადამიანები ქმნიან.
ჩვენთან ვეძებთ კადრების მენეჯერს რომელიც, იზიარებს კომპანიის ღირებულებებს, ისწავლის, იშრომებს და პასუხისმგებელი იქნება მართოს კადრების მენეჯმენტში მიმდინარე პროცესები. უზრუნველყოფს რომ კომპანიის თანაშრომლები იყვნენ მოტივირებულები და შეეძლოთ დაკისრებული ფუნქციების შესრულება.
სამუშაო დრო - მაღალი რგოლის მენეჯერების სამუშაო დრო არ არის რეგლამენტირებული. კვირაში 40 საათზე მეტი ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ (არსებობს შინაგანაწესი და კომუნიკაციისთვის აუცილებელი ნორმები)
ხელფასი შეთანხმებით (ანაზღაურება თანამშრომლის კვალიფიკაციის და ორგანიზაციის შესაძლებლობების შეფასების ერთერთი საშუალებაა).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@mains.ge
დამატებითი ინფორმაცისათვის ეწვიეთ საიტს: MAINS.GE