ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება, HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საავიაციო და კოსმოსური ტექნოლოგიები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,უფასო კვება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სს ,,აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები(ციკლონი)" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას HR დეპარტამენტში:
ვეძებთ მოტივირებულ სტაჟიორს, რომელიც HR გუნდთან ერთად ჩაერთვება ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც მას მისცემს შესაძლებლობას მიიღოს რეალური გამოცდილება აღნიშნულ სფეროში. გამოცდილება არ არის სავალდებულო.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შერჩევის პროცესში სრული ჩართულობა - ვაკანსიის გამოქვეყნებიდან თანამშრომლის დაქირავებამდე.
- ახალ თანამშრომელთა დასაქმების პროცესის და ონბორდინგის მხარდაჭერა;
- HR დეპარტამენტის სამუშაო პროცესებში ჩართულობა ადმინისტრაციული და სხვა მომართულებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა - (უმჯობესია B2 დონე)
პიროვნული მახასიათებლები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
ტრანსპორტირება;
კვება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@atccomposite.com
მიუთითეთ პოზიციის დასახელება სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი დამუშავდება სს ,,აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ თქვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით გაქვთ შემდეგი უფლებები:
გამოიხმოთ თანხმობა ნებისმიერ დროს (თანხმობის საფუძველზე დამუშავების შემთხვევაში აღნიშნული უარით ავტომატურად მოხსნება თქვენი კანდიდატურა შერჩევის პროცესიდან);
მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომისა და მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება და შევსება;
მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება;
გაეცნოთ მონაცემებს და მიიღოთ ასლები;
გაასაჩივროთ კომპანიის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავება.
თქვენ შეგიძლიათ აღნიშნული უფლებების რეალიზების მიზნით მოგვმართოთ წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე xxxx შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი მიხეილ გრიგორაშვილის #27
მოთხოვნილი ინფორმაციის გადმოგზავნით, თქვენ ადასტურებთ რომ წაიკითხეთ გაიგეთ აქ მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები და ეთანხმებით სს ,,აერო-სტრუქტურების ტენოლოგიები(ციკლონი)-ის ს/კ:404496121 მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად.