02 ოქტ - 31 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1800
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შპს ,,AWARD’’ აცხადებს ტექნიკური სამსახურის სპეციალისტის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება:ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი
ორგანიზაცია:შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი:თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 – 19:00)
ხელფასი: ხელზე 1800 ლარი (საპენსიოს გამოკლებით)
კომპანიის შესახებ:
კომპანია „AWARD” ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.
ფუნქციები და მოვალეობები:
- ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებების, მიმოწერისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
- მიღება–ჩაბარების აქტების შედგენა, დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
- შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ციფრული მონაცემების დამუშავება (Excel-ანგარიშები, რაოდენობრივი გათვლები, ბიუჯეტების შედგენა);
- ტექნიკური სამსახურის მხარდაჭერა მიმდინარე პროექტებში;
- სუბკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან სამართლებრივი და ტექნიკური საკითხების შეთანხმება;
- ხელმძღვანელობისთვის სამართლებრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის დროული მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება იურიდიულ ან საინჟინრო/მშენებლობის მიმართულებით;
- მიღება–ჩაბარების აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
- გამართული უნარები ციფრებთან და რაოდენობრივ მონაცემებთან (MS Excel სავალდებულოა);
- ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 02/11/2025.
გისურვებთ წარმატებას!
სამშენებლო
ტექნიკური ზედამხედველობა
ნახვები
უნიკალური ნახვები