29 ოქტ - 06 ნოე
 სტანდარტი 
 დაზღვევის კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი 
თბილისი 
ბათუმი 
 ვაკანსიაზე გამოხმაურება 
ელ. ფოსტა: info@astrum.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვებიB2B /კორპორატიული გაყიდვები 
- ინდუსტრია / სფერო: ფინანსებიდაზღვევა 
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 1-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვებიB2B /კორპორატიული გაყიდვები 
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი,საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია ASTRUM Risk Management აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დისტანციური მუშაობის შესაძლებლობით
გსურს იმუშაო კომპანიაში, სადაც შენი გაყიდვების უნარი ნამდვილად ფასდება და შედეგი — აღიარებულია? 
ASTRUM Risk Management ეძებს ენერგიულ და მიზანდასახულ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს, რომელიც კარგად იცნობს ბიზნეს მომხმარებელს და იცის, როგორ გადააქციოს კომუნიკაცია წარმატებულ თანამშრომლობად.
შენი მთავარი ამოცანები იქნება:
- ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება ბიზნეს მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულად;
- გაყიდვების პროცესის სრულად მართვა — პირველი ზარიდან კონტრაქტის დადებამდე.
- არსებული კლიენტების მომსახურება და ხანგრძლივი ურთიერთობების შენარჩუნება.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც:
- აქვს გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია B2B მიმართულებით);
- ფლობს ბიზნეს კომუნიკაციის უნარს და დარწმუნებულია საკუთარ არგუმენტაციაში;
- არის აქტიური, მიზანმიმართული და რეალურად სიამოვნებს გაყიდვების პროცესი;
- ხედავს მიზანს შედეგში და არა მხოლოდ პროცესში.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ ზრდას ბიზნესის ერთ-ერთ სწრაფად მზარდ მიმართულებაში.
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
ამასთან ერთად:
- გასწავლით თითოეულ სადაზღვევო პროდუქტს, რაც მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე;
- გეცოდინებათ როგორ მოახდინო შენი საქმის ადმინისტრირება და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, რაც გაგიადვილებს საქმიანობის პროცესს;
- მოგამარაგებთ საჭირო ელექტრონული თუ ბეჭდური მასალებით, რაც დაგჭირდება პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გაყიდვების წარმატებული გამოცდილება B2B მიმართულებით;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ბიზნეს მომხმარებლის სერვისის უნარები (account managment);
- გამოწვევების მართვის უნარები;
- საქმიანი წერილობითი და ვერბალური უნარები;
- დამოუკიდებლად და დისტანციურად მუშაობის უნარები;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქმეზე ორიენტირებული, ბიზნეს სერვისების მცოდნე რამდენიმე აპლიკანტის შერჩევა,
რომლებიც კომპანიასთან გრძელვადიანად ითანამშრომლებენ.
https://www.astrum.ge
ანაზღაურებაზეც გეტყვი: თითოეულ მოზიდულ სადაზღვევო პროდუქტის რეალიზაციისას, კომპანიის მიღებული სარგებლიდან ზუსტად 40% (გროსი) დაგერიცხება.ეს შემოსავალი გავრცელდება შენს ნებისმიერ მოზიდულ კლიენტსა და ნებისმიერ გაყიდულ სადაზღვევო პროდუქტზე იქამდე, სანამ
ორგანიზაცია იქნება ჩვენი პარტნიორი და მათზე ზრუნვას შეძლებ.
სამსახურის რეჟიმი - დისტანციურია.
სწავლება/საქმიანობა მოიცავს: სწვალების რეჟიმის პერიოდში შეხვედრებს, ასევე პერიოდული საქმიან შეხვედრებს და არსებულ/პოტენციურ კლიენტებთან საქმიან ვიზიტებს.
თუ დაინტერესდი, გთხოვ მოგვაწოდო შენი CV მეილზე: info@astrum.ge
 გაყიდვები 
 B2B /კორპორატიული გაყიდვები 
 ნახვები   
 უნიკალური ნახვები   
